მარნეულში ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის დღეს მარნეულის „ჯეოჰოსპიტალიდან“ კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მარნეულის კლინიკაში მყოფი კიდევ ხუთი პაციენტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი აღმოჩნდა. მარნეულში დღეიდან თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი დაიწყო. ადგილობრივებს კვლევები განმეორებით უტარდებათ. მარნეულის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის კი საკვების გადაცემა დაიწყო. გრძელდება სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერებისთვის პროდუქტის დარიგების პროცესი.