მარცვლეულის ექსპორტის საკითხი

„მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა“ – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. როგორც „ბიბისი“ წერს, უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულში რუსეთმა კიევი და ბრიტანელი სპეციალისტები დაადანაშაულა. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ კიევში და მას „პრიმიტიული რუსული შანტაჟი“ უწოდეს. შეთანხმების დარღვევის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულისა“ და გაერო-სგან მკაცრ რეაქციას ელოდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მოქალაქე ხელოვნური შიმშილის ან ფასების მკაცრი კრიზისის პირობებში აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმება 22 ივლისს, თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა.