მაია ცქიტიშვილის ანგარიში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა, მისი უწყების საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა და რეგიონების ურბანული განვითარება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა.

ცქიტიშვილმა მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2021 წელს თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ასევე, დაგეგმილია სკოლებისა და საბავშვო ბაღების აშენება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომავალ წელსაც გაგრძელდება დევნილებისთვის სახლების მშენებლობა და საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი 1020  დევნილ ოჯახს გადაეცემა.