ლუკ  კოფი - ძალიან დავიღალე ერთი და იმავე ფრაზების მოსმენით, რომ საქართველო ნატო-ს გზას ადგას, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ახლა დროა, ქმედებებზე გადავიდეთ | მსოფლიოს ამბები
ლუკ კოფი - ძალიან დავიღალე ერთი და იმავე ფრაზების მოსმენით, რომ საქართველო ნატო-ს გზას ადგას, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ახლა დროა, ქმედებებზე გადავიდეთ | მსოფლიოს ამბები

პირველ რიგში მინდა გკითხოთ ნატოს სამიტის შესახებ, სადაც, როგორც ვნახეთ, გაფართოების გადაწყვეტილება არ იყო მიღებული...

იმედი მაქვს, რომ ნატო-ს ლიდერებს შორის პირადი საუბრების დროსა მიმდინაროებს დისკუსია ალიანსის გაფართოების მომავალზე, როგრო უნდა იყოს შენარჩუნებული ღია კარის პოლიტიკა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა. ნატო-ს უნდა ჰქონდეს უფრო შემოქმედებითი მიდგომა, რათა ასპირანტი ქვეყნები ფინიშის ხაზთან მიიყვანონ. მაგალითისთვის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას 2008 წელს დაჰპირდნენ და ახლა, 13 წლის შემდეგ წევრობის პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ ჩანს. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია.

ახლა კი გადავიდეთ თქვენს ანგარშიზე, სადაც ამბობთ, რომ ნატოს საქართველოს გაწევრიანებისთვის ქმედებითი ნაბიჯები უნდა გადადგას. რას უპასუხებდით ნატოს იმ წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ალიანსში მიღება რუსეთთან ომს გამოიწვევს?

ჩემს ანგარიშში, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ნატო შეიტანს შესწორებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეექვსე პუნქტში, განსაზღვრავს იმას, რაც წერია მეხუთე მუხლში, ანუ კოლექტიურ თავდაცვას. მე ველოდები, რომ ამ გზით ნატო მოიწვევს ალიანსში მთელ საქართველოს, თუმცა იმ ორ ტერიტორიას, რომელიც ახლა რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არ მიიღებს ნატო-სგან უსაფრთხობის დაცვის გარანტიას, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი არ მოგვარდება მშვიდობიანი გზით. ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ეს გამართლებულია, რადგან საქართველოს უკვე აღებული აქვს ცალმხრივი ვალდებულება, რომ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალას არ გამოიყენებს. საქართველოს ეს ვალდებულება თუ ისედაც აქვს აღებული, მაშინ რაში სჭირდება ამ ტერიტორიებს ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია? ჩემი აზრით, ეს უსარგებლო დაბრკოლებაა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისთვის და ამავე დროს, სწორედ ეს აძლევს რუსეთს დე ფაქტო ვეტოს. ძალიან დავიღალე წლების განმავლობაში, კონფერენციიდან კონფერენციამდე, სამიტიდან სამიტამდე ერთი და იმავე ფრაზების მოსმენით: საქართველო ნატო-ს გზას ადგას, საქართველო პროგრესს განიცდის, ნატო-საქართველოს ახლო ურთიერთობები აკავშირებთ. ცხადია, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა და დროა ქმედებებზე გადავიდეთ. ეს კი მოითხოვს ლიდერობას და შემოქმედებით მიდგომას.

როგორ ფიქრობთ, აქვს კი ამ იდეას მხარდაჭერა ნატოში, აშშ-ში ან თუნდაც საქართველოს პოლიტიკურ წრეებში?

მოქმედი პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტარები და მინისტრები, საჯაროდ ამ იდეის მხარდაჭერაზე უარს ამბობენ. პირად საუბრებში კი, ყველა მხარეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ეს იდეა მოსწონს და  აღიარებს, რომ ეს არის ერთადერთი რეალისტური და გონივრული გზა, რათა საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს, იმ პირობებში როდესაც რუსეთის ოკუპაცია გრძელდება. როგორც ვხედავ, როდესაც ადამიანები მიდიან პოლიტიკიდან და ხდებიან ყოფილი მინისტერები ან ყოფილი დეპუტატები, მაშინ მათი მხრიდან ამ იდეის მხარდამჭერი განცხადბეები უფრო აქტიურად ისმის. მე უკვე დიდი ხანია, ვარ პოლიტიკაში და ცხადია, მესმის, რომ ეს არის რთული და კომპლექსური საკითხი. მესმის, რომ რუსეთიც მუდამ მზადაა, მსგავსი იდეები გამოიყენოს საკუთარი პროპაგანდტისტული ხაზის გასამყარებლად და თქვას, შეხედეთ, ნატო მოუწოდებს საქართველოს, ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ უარი თქვას ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რა წინადადებითაც გამოვდივარ ჩემს ანგარიშში. ნატო-ც არასდროს სთხოვს ამას საქართველოს. თუმცა, ჩემი შეთავაზება არის ერთადერთი რეალური და პასუხისმგებლიანი გზა, რათა საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს. ამავე დროს, მე მუდამ ვეკითხები სხვებსაც, თუ აქვს უკეთესი იდეა, მაშინ გაგვიზიარეთ, რადგან გასული ათწლეულის განმავლობაში  ნატო-სგან ერთი და იმავე შინაარსის გზავნილები ისმის, რამაც არაფერთან არ მიგვიყვანა.

ახლა, როდესაც ავღანეთში ნატოს მისია დასასრულს უახლოვდება, თქვენი აზრით რა შეთავაზებით შეიძლება გამოვიდეს საქართველო? რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნატო-საქართველოს, ისე აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და პროგრესი გაგრძელდეს, განსაკუთრებით ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ. საქართველოს მონაწილეობა ამ ოპერაციაში ჭეშმარიტად  ვარსკვლავური იყო. საქართველომ ამ მისიაში ფანტასტიკური წვლილი შეიტანა, რისთვისაც მადლიერები ვართ. ამავე დროს ამ ოპერაციაში მონაწილეობა დაეხმარა საქართველოს შეიარაღებული ძალების გძლიერებაში და გაწვრთნაში. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს. ძალიან კარგი კი ის არის, რომ საქართველო, როგორც ჩანს, ენთუზიაზმითაა აღსავსე და აქვს სურვილი, ეს ურთიერთობების გაგრძელდეს. ჩემი ერთ-ერთი წინადადებაა, რომ შესაძლოა, საქართველო გახდეს ნატო-ს გაძლიერებული განლაგების მონაწილე ბალტიისპირეთში და ქართველმა ჯარისკაცებმა იმსახურონ პოლონეთში, აშშ-ის სახმედროების მეთაურობით. სხვა იდეები მოიცავს საქართველოს მონაწილეობას ერაყში, ნატო-ს საწვრთნელ მისიაში, რომელიც ახლა ფართოვდება, ასევე ნატო-ს კვლავ აქვს მისია ბალკანეთში, კოსოვოში. ასე რომ, შესაძლებლობა ბევრია, თუ იარსებებს შესაბამისი პოლიტიკური ნება ორივე მხრიდან.

მინდა გკითხოთ შავი ზღვის რეგიონზე, რომლის მნიშვნელობაზეც სულ უფრო ხშირად საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, ნატოში ან აშშ-ში იქნება თუ არა ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონითვის?

ნატო-ს დონეზე ასეთი სტრატეგიის მიღების შესაძლებლებლობის მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. უახლოეს ხანში რაიმე ფორმალური დოკუმენტის ან სტრატეგიის გამოქვეყნებას არ ველოდები. ჩემი აზრით, შავი ზღვის რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან კვალვ არსებობს წინააღმდეგობა ნატო-ს უფრო მეტი ჩართულობის მიმართ. მაგალითისთვის დავასახელებდი ბულგარეთს. გარკვეულწილად, ანალოგიური განწყობა აქვს თურქეთსაც. ცხადია, თურქეთი მუდამ მზად არის, იმუშაოს ნატო-სთან ერთად შავ ზღვაზე, მაგრამ ის მაინც ფრთხილობს ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მოტივებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, უნდა დავადასტურო, რომ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ნატო-სთვის მზარდია. ჩრდილოატალნტიკური ალიანსი წარმოდგენილია შავ ზღვაში და მეტის გაკეთებაა საჭირო, მან უნდა გამოიყენოს საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა, რათა რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდეს.

ბოლო კითხვა ეხება რუსეთს, ჩვენ ვხედვათ ნატოსგან გზავნილებს, რომ ალიანსი მზადაა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატის აღსადგენად. როგორ ფიქრობ, ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა?

ნამდვილად არ ღირს. ჩემი აზრით, ეს ბაიდენის და პუტინის სამიტიც დროის ფუჭად კარგვაა. ვიდრე კრმელში არის ისეთი ადამიანი, როგორიც ვლადიმერ პუტინია, შეუძლებელია, აშშ-ისა და რუსთის ურთიერთობა იყოს პროდუქტიული და გულწრფელი. 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, მან გამოიყენა ყველა შანსი, რათა ძირი გამოეთხარა აშშ-ისა და მისი პარტნიორებისთვის მთელ მსოფლიოში. არანაირი ნიშანი არ არსებობს, ვივარაუდოთ, რომ პუტინი და მისი მუშაობის სტილი უეცრად შეიცვლება. ცხადია, პირველი პირების შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და მსგავს შეხვედრებზე უნდა მივდიოდეთ ღია თვალებით და არ უნდა ველოდოთ რიამე განსაკუთრებულს.

ელოდებით ნატოს გაფართოებას უახლოეს წლებში?

ამის პროგნოზირება რომ შემძლოს, ალბათ ძალიან მდიდარი ადამიანი ვიქნებოდი. თუმცა, მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ცხადია, არიან ადამიანები, ვინც ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს ადგილი ნატო-ში არ არის, რომ ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების იდეა სიგიჟეა. ეს ადამიანები იგივე არგუმენტებს იშველიებენ, რასაც 1990-იანებში ვისმენდით პოლონეთის, ესტონეთის ან რუმინეთის ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებისგან. ახლა კი, ეს ქვეყნები ნატ-ოს ყველაზე პროდუქტიული და ეფექტური წევრები არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აშშ-მა საქართველო და უკრაინა ნატო-ს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე შეინარჩუნოს.

თქვენი აზრით, ნატოს წევრ რომელ ქვეყნებთან უნდა ითანამშრომლოს გაწევრიანების საკითხზე საქართველომ ყველაზე აქტიურად?

თვალსაჩინოა ტენდენცია, რომ ნატო-ს გაფართოებას ცენტრალური და აღმოსაველთ ევროპის ქვეყნები ცალსახად მხარს უჭერენ. ეს ბუნებრივია, რადაც ამ ქვეყნებში ახსოვთ, როგორი იყო ცხოვრება ვარშავის პაქტის პირობებში ან საბჭოთა კავშირში. ეს ქვეყნები საქართველოს ბუნებრივი პარტნიორები არიან. ჩემი რჩევა იქნებოდა თანამშრომლობის გაღრმავება დიდი ბრიტანეთთან, რადგან ბრექსითის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ ის ევროპაში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. დიდი ბრიტანეთი კონტინეტურ ძალას წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში და ასეც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის ევროკავშირიში. დიდი ბრიტანეთი საქართველოს დიდი მხარდამჭერია. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების ადგილას აქტიურად ვიმუშავებდი ლონდონთან.

მსოფლიოს ამბები