სასტუმრო „ბილტმორში“ „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნომინანტთა შორის იყვნენ როგორც უკვე წარმატებული ქალები, ასევე სტარტაპერებიც. წარდგენილი კანდიდატებიდან ჟიურიმ შეარჩია რამდენიმე ქალი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. მათ შორის არიან ბიზნესის, განათლების, მედიცინისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ებრაულ კულტურულ ურთიერთობებზე.