ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმის სამართლებრივი გაგრძელება: ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეუფარდეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
ბრალდებული სასამართლოში პირდაპირ კლინიკიდან მიიყვანეს, სადაც სხეულზე მიყენებული დაზიანებების გამო, ორი დღის განმავლობაში მკურნალობდა. ამავე საავადმყოფოში იმყოფება დაჭრილი ლევან თოფაძეც, რომელსაც ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზარალებული ამ წუთამდე არ დაუკითხავთ. 2 აგვისტოს, გამთენიისას თოფაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ თავდასხმას მისი ოჯახის წევრიც შეესწრო.
თეონა ხუბულავა განაგრძობს საუბარს – რატომ გადაკვალიფიცირდა საქმე, თავდაპირველად ძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.