იმისთვის, რომ პურის ფასმა კიდევ არ მოიმატოს, საჭიროა წისქვილკომბინატების ამუშავება და ფქვილის მარაგების შევსება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. ლევან სილაგავას ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართეს ხელისუფლებას.