თბილისის მთავარ სამმართველოში, სადაც ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, გამოკითხვები გრძელდება. უკვე გამოკითხეს მძღოლი, რომელიც შემთხვევის დროს მანქანას მართავდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
მკვლელობა გუშინ ღამით, წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. თბილისის სამმართველოდან ბელა ზაქაიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – თუ შეგიძლია გვითხრა, ჰყავს თუ არა შემთხვევას თვითმხილველები და ვისი გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს ახლა?