ლენტეხის მუნიციპალიტეტში 41 პირს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 41 პირს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა. ორკვირიანი კარანტინის დროს არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდა. სტაბილური ვითარების მიუხედავად, რეგიონი კვლავ რჩება კარანტინის ზონად, თუმცა უახლოეს მომავალში მკაცრი ზომების შერბილება იგეგმება.

ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ლენტეხიდან.