გამარჯობა საქართველო! – ასე მიესალმა Scorpions-ის ვოკალისტი, კლაუს მაინე ქართველ მსმენელს. „სთარინგ ჯორჯიას“ 2024 წლის სეზონის რიგით მეორე კონცერტი შავი ზღვის სანაპიროზე კურორტ შეკვეთილში გაიმართა. ლეგენდარული ჰიტის wind of change-ის შესრულების დროს ვოკალისტმა საქართველოს დროშა ააფრიალა. კონცერტზე მაყურებელმა Scorpions-ის ყველა საყვარელი კომპოზიცია მოისმინა.