ლაზარე გრიგორიადისის საქმე

7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა დაკავებულის საქმის განსახილველად ნაფიცი მსაჯულების სასამართლო მოითხოვა. ამ მიზნით პარლამენტის წინ ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან და მარტის აქციების კიდევ ერთ ბრალდებულთან, თორნიკე აკოფაშვილთან ერთად პეტიცია წარადგინა, რომლითაც ნაფიც მსაჯულთა მხრიდან, ლაზარესა და თორნიკეს საქმეების განხილვის გარდა, მსაჯულების გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს.