ლატარიის გათამაშება

ვაქცინაციის წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყო – ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად წლის ბოლომდე. გარდა ამისა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც, ხოლო წლის ბოლოს 100 ათასი ლარი გათამაშდება. ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ნებისმიერი ის მოქალაქე მიიღებს, ვინც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.