თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის შესასვლელში კვლავ პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე რჩებიან ადგილობრივებიც, რომელებიც მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობისთვის, შპს „ართანა – ლოპოტას“ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მათ ადგილზე კარვებიც გაშალეს. ჰესის მშენებლობას მოსახლეობა წლებია ეწინააღმდეგება.
რა ვითარებაა ადგილზე, ჟანა დიდებაშვილი გვეტყვის.