„სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე – საია-მ ამ შინაარსის კვლევა ჩაატარა. დოკუმენტში საუბარია რეაგირების სისტემასა და დაბრკოლებებზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მიზანია გენდერულად მოტივირებული ძალადობის პრევენციის, მასზე რეაგირების, სამართალწარმოების, დამნაშავის დასჯისა და მსხვერპლის მხარდაჭერის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა.
დოკუმენტის მიხედვით, მსხვერპლის მხარდაჭერის სერვისები ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას, ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ხანგრძლივ გაძლიერებასა და რიგ შემთხვევებში, ვერ პასუხობს ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს.