იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში კულტურის 38-ე ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის მეორე დღეს მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ წარდგა. ანსამბლმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია გააცნო. ჯერაშის კულტურული ფესტივალი წელს მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.