საქართველომ გერმანიისგან კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები მიიღო. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება. „კასირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ ფარმაცევტული კომპანია „როშის“ მიერ არის წარმოებული.
პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს გაცემული აქვს ავტორიზაცია. აღნიშნული მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.