ლილოს ბაზრობაზე გამოვლენილი ინფიცირებულების რიცხვი იზრდება – „კოვიდ-19“ დღეს კიდევ სამ პირს დაუდასტურდა, შედეგად, „ლილო მოლის“ კლასტერთან დაკავშირებული პაციენტების რაოდენობა ახლა 11-ს შეადგენს. სავაჭრო ტერიტორიაზე ეპიდკონტორლი გამკაცრებულია, მიმდინარეობს მოვაჭრეებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებულების სამედიცინო შემოწმება, თუმცა მუშაობის შეჩერება, ამ დროის ინფორმაციით, დაგეგმილი არ არის.
თათია ტაბეშაძე გაეცნო სიტუაციას ადგილზე და ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება – რა ხდება „ლილო მოლში“ და ხომ არ მიუღია ადმინისტრაციას რეკომენდაცია ბაზრობის დროებით დახურვასთან დაკავშირებით?