„კოვიდ-19“ - ვითარება ბოლნისში

ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა ბოლნისში, რომელიც 23 მარტიდან კარანტინის ზონაა. ჩაიკეტა მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთი, სადაც გუშინ „კოვიდ-19“-ის სამი ფაქტი გამოვლინდა. სამივე ინფიცირებულთა კონტაქტია. ჩაკეტილი სოფლიდან გასვლა ან შესვლა იკრძალება. ახალი შემთხვევებია ბოლნისის რაიონის სასწრაფო სამსახურის კლასტერში, სადაც ხუთ ინფიცირებულ თანამშრომელს კიდევ ორი დაემატა. სულ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღემდე კორონავირუსის 20 ფაქტია დაფიქსირებული.