„კოვიდ 19“-ის გავრცელების მაჩვენებელი

კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ორი წლის ბავშვიცაა. მცირეწლოვანი იმ კლასტერიდანაა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ სამგლოვიარო შეკრებას უკავშირდება. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ერთ-ერთია დღეს დაფიქსირებული ოთხი ახალი შემთხვევიდან.

ოთხდღიანი კვლევების შემდეგ, პრაქტიკულად დადგენილია იმ პირის ვინაობაც, რომელმაც მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს „კოვიდ 19“ გადასდო. წინასწარი მონაცემებით, ის ინფიცირებულის ნათესავია და ინფექციის დადასტურებამდე, აზერბაიჯანში იმყოფებოდა. თუმცა, დაზუსტებით ჯერ არავინ ამბობს, საუბარია თუ არა ბოლნისიდან დღეს გადმოყვანილ ორსულზე, რომელსაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. დაავადების პირველი გამოვლენიდან, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 79 ფაქტი ფიქსირდება. მათ შორის ათმა ვირუსი უკვე დაამარცხა.