კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკით აშშ უკვე პირველ ადგილზეა. ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადაუსწრო. რთული მდგომარეობაა ევროპაში, სადაც დაავადების ეპიცენტრად კვლავ იტალია და ესპანეთი რჩება, ორივე ქვეყანაში კლინიკები პაციენტებს ვეღარ იღებენ, საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების დეფიციტია.
„კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც მატულობს. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა ქვეყნის პრემიერსა და ჯანდაცვის მდივანსაც. ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია.
მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში, „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რიცხვი 50 000-ით გაიზარდა და 550 000 გადააჭარბა.