„კოვიდ-19“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ივნის-ივლისის შემთხვევებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ის სიმპტომები მკვეთრად შემსუბუქებულია. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ზაფხულის სეზონის გარდა, დღემდე შეუსწავლელმა ვირუსმა გარკვეულწილად თვისებები შეიცვალა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელი მონაცემები ისევ ერთნიშნა მაჩვენებელზეა. სპეციალისტები ახლაც ადგენენ, უკავშირდება თუ არა დღევანდელი სამი შემთხვევიდან ერთი შიდა გავრცელებას. დამაიმედებელი შედეგებით დასრულდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ზონად მიჩნეულ ბაზრობებზე ჩატარებული შერჩევითი ტესტირებაც.