სკანდალი ევროსაბჭოს გარშემო. ორგანიზაციის საპარალამენტო ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები მექრთამეობასა და კორუფციაში ამხილეს.
გავლენიანი პოლიტიკოსები დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ანგარიშში მოხვდნენ, რომელზეც დღეს სტრასბურგში მწვავე დებატები მოეწყო.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ევროპელი დეპუტატები წლების განმავლობაში კონკრეტული ქვეყნების ინტერესებს ლობირებდნენ, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებს და საჩუქრებს იღებდნენ.
ქრთამის გამცემად აზერბაიჯანის ხელისუფლება სახელდება.