კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საქართველოში – ვირუსს 79 წლის ქალი ემსხვერპლა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალბატონის ძირითადი დიაგნოზი იყო „კოვიდ 19“ და მწვავე პნევმონია. მას, ასევე, თანდართული დაავადებებიც ჰქონდა, მათ შორის, მეოთხე ხარისხის გულის უკმარისობა.
ეს არის ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერი. ცნობილია ინფექციის განვითარების ჯაჭვიც, სულ კი ამ კლასტერიდან ხუთი ინფიცირებულია.
სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს.