კრიტიკულად მძიმეა სამი ინფიცირებული მცირეწლოვნის მდგომარეობა. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან 21 მოზარდი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის. სულ კი აღნიშნულ საავადმყოფოში 103 პაციენტი ჰყავთ, მათგან 63 ბავშვია. მედიკოსების ინფორმაციით, მიმართვიანობამ იკლო.