კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე საქართველოშია – პირველი პარტია სპეციალური რეისით ოთხი საათის წინ ჩამოიტანეს. საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც რეგიონებში გადანაწილდება და მისი გამოყენება უკვე 15 მარტიდან დაიწყება.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.