პირველი სპეციალური რეისი უხანიდან, კარანტინის ზონიდან. სამხედრო თვითმფრინავს ამ წუთებში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები გადმოჰყავს. ისინი ორკვირიანი დაკვირვების ქვეშ იქნებიან, რის შემდეგაც ოჯახებს დაუბრუნდებიან.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საქართველოშიც აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემით, ჩვენს ქვეყანაში არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.