კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ევროპაში. „ბიბისის“ ინფორმაციით, საფრანგეთში ჩინელი ტურისტი დაიღუპა. დაავადება ამ დროისთვის გავრცელებულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთიდან თურქეთში განხორციელდა, ისინი დღეს დაბრუნდნენ სამშობლოში. მათ ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი თურქეთში გაიარეს, ჩაუტარდათ ყველა შესაბამისი კვლევა და ვირუსი არ დაუდგინდათ.