COVID-19 - ვითარება ბოლნისში

კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ინფიცირებული პაციენტების ნათესავებმა ექიმებს მათი ახლობლების საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე, გიორგი კობერიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე იმყოფება. როგორ დასრულდა კონფლიქტი, მოხერხდა თუ არა ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია.