კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ბელარუსში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2858-ს მიაღწია. 51 ქვეყნაში ინფიცირებულია 83 342 ადამიანი. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა სამხრეთ კორეაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში. ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნიდერლანდებში, ესტონეთსა და ნიგერიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი გაფრთხილებას აქვეყნებს და ქვეყნებს მოუწოდებს, არ დაუშვან „ფატალური შეცდომა“ და არ ჩათვალონ, რომ  კორონავირუსის შემთხვევა მათთან არ გამოვლინდება. სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 13 პაციენტი.

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდეა  გაზარდილი. ინფიცირებულთა რიცხვი კი ბოლო რამდენიმე საათში 122-ით გაიზარდა და 650-ს შეადგენს. დაავადებულთა უმეტესობა ჩრდილოეთით, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში იმყოფება.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო 24 საათში, გაორმაგდა და 38-ს შეადგენს. ბოლო ორ საათში  ინფიცირების კიდევ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დასავლეთ გერმანიაში. რაც შეეხება ესპანეთს, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 24-ს მიაღწია.