ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხვალიდან რუსეთში ჩინეთის მოქალაქეებს შესვლა შეეზღუდებათ. ტურისტული, სასწავლო და პირადი მიზნებისთვის, ასევე დასაქმების მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს დროებით ქვეყანაში არ შეუშვებენ. განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმა მოაწერა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა, ჯერჯერობით, კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ვითარება საკმაოდ საშიშია. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.