კორონავირუსით ახალი ინფიცირებულებიდან, ერთი რომლის წყაროც არაა დადგენილი, რუსთავში გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა 87 წლის ქალს. მიმდინარეობს მისი კონტაქტების ძიება. ის ადგილობრივ „ცხელების ცენტრში“ იმყოფება. მედიკოსების თქმით, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.