კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა
კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა 566-მდე გაზრდილი რაოდენობა. მათგან 184 გამოჯანმრთელებული და ექვსი გარდაცვლილია. ახალი შემთხვევების უმრავლესობა ცნობილ კლასტერებს უკავშირდება. ახალი პაციენტები ამ დროისთვის არ ჰყავს თბილისის ინფექციურ კლინიკას, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკამ კი დამატებით ოთხი ახალი კოვიდინფიცირებული მიიღო.
როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.