საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ის 75 წელს გადაცილებული მამაკაცია თანმხლები დაავადებებით. ბოლო დღე-ღამეში ვირუსის ოთხი ახალი შემთხვევაც გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა 80%-მა „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა.