საქართველოში, დილის მონაცემებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, უახლესი მაჩვენებლებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 24 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტებიდან ცხრა თბილისის ინფექციურშია. ამ ეტაპზე ვირუსი მათთან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
ინფიცირებულებიდან ორი ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. დილით გაკეთდა ინფექციურში ახალი განცხადება, რომელიც მარიამ სეთურიძემ მოისმინა და ახალა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – რა ვიცით ახალი პაციენტების შესახებ?