სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის სამი საზღვარგარეთიდან შემოსული მოქალაქეები, რომლებიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. დანარჩენი 16 ზუგდიდის ე. წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, სამი მათგანი ზუგდიდის მერიის თანამშრომელია.
ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ექვსი კოვიდინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. მერია გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაშია. რაც შეეხება ჭუბერის თემს, ამ დროისთვის იქ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ არის გამოვლენილი. მგალობელი და მესანთლე ქალბატონების კონტაქტები ეკლესიაში გამოკვლეულია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა 950 ბიოლოგიურ ნიმუშს.
რუხის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 59 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.