ზუგდიდში გამოკვლეული 67 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. გამოკვლეულთა შორის არიან „ცხელების ცენტრების“ 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 19 თანამშრომელი, კარანტინში მოთავსებული 12 მოქალაქე, თვითიზოლაციაში მყოფი 14 პირი. ექვსი მძღოლი, ეპიდკერაში მყოფი ოთხი მოქალაქე.