რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 25 პაციენტიდან 11 კოვიდინფიცირებულია, ისინი მკურნალობას აგრძელებენ. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. 11 ინფიცირებულიდან ექვსი მოზარდია, 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან. ორი კოვიდინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. კიდევ ორ პაციენტს შუალედური ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა, მათი პასუხები დადებითი იყო და მესამე ტესტირება გრაფიკის მიხედვით მოხდება.