„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს ევროპის ქვეყნებშიც. ამიტომ, ქვეყნების ნაწილი მანამდე შემსუბუქებულ ზომებს ისევ ამკაცრებს. მსოფლიოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინაა, რომლის შექმნის პროცესი გართულებების ფონზე მიმდინარეობს.
ვაქცინის შექმნის პროცესში ათამდე კომპანიაა ჩართული. განსაკუთრებული მოლოდინებია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მიმართ. მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 27 მილიონ 200 ათასს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ს მსოფლიოში 900 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.