ევროპის მორიგი ქვეყანა, რომელიც პანდემიის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს, ესპანეთი იქნება. სამი თვის განმვალობაში მოქმედი რეჟიმი ხვალ დასრულდება. ევროპის ქვეყნები შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობენ, თუმცა საგანგაშო ნიშნები მსოფლიოს სხვა რეგიონში იკვეთება. ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი – ეს იმ ქვეყნების ნაწილია, სადაც კორონავირუსის გავრცელების ტემპი სულ უფრო ჩქარდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ბრაზილიაში „კოვიდ-19“, თითქმის 55 ათას ადამიანს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ახლა მსოფლიო ახალ და საშიშ ფაზაშია.
ქეთი ჩოხელის სიუჟეტი.