„კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, აქ გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.