კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი – დღიური მაჩვენებლის ანტირეკორდი საქართველოში. ინფიცირების და ლეტალობის ასეთი რაოდენობა დეკემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე რთულდება. სპეციალისტების მოთხოვნა უცვლელია – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია.
იმუნიზაციის პროცესი უკვე მეორე დღეა, ჩინური „სინოფარმით“ მიმდინარეობს. დილიდან აცრა გაიკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და უწყების სხვა თანამშრომლებმა.