საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ფორმა შეიმუშავა, განაცხადის შევსება მგზავრებს სამი დღით ადრე შეუძლიათ. კითხვარს უწყების წარმომადგენლები მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად გაეცნობიან, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებასა და ამის შემდეგ გადაწყდება დაკმაყოფილების საკითხი.
თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის. განაცხადების გაგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულ მისამართზე უნდა მოხდეს.