კორონავირუსი - სპეციალისტების რეკომენდაციები 

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ზაფხულში. „კოვიდ-19“-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსები ზღვის სანაპიროზე ფიზიკური დისტანციის დაცვის, ხელების ხშირი დაბანისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებენ. მათივე თქმით, დახურულ სივრცეში მაქსიმალურად უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა.