გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები კიდევ შვიდი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა. გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 აპრილიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, დაექვემდებარებიან ტესტირებას და ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.