ერთი ახალი პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელებული და საერთო ჯამში კი კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა. ახალ ინფიცირებულ მოქალაქესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მოძიება მიმდინარეობს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 პაციენტს პნევმონია აქვს, მათგან 4-ის მდგომარეობა საყურადღებოა. გამოჯანმრთელებული მოქალაქე, რომელიც უკვე გაეწერა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ორი კვირა თვითიზოლაციაში იქნება. მეორე პაციენტს კი გაწერამდე დამატებითი კვლევები უტარდება.