საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეებში 117 პირი იმყოფება. 85-მა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა და მათი ნაწილი თვითიზოლაციაში ყოფნას განაგრძობს.
ლუგარის ცენტრიდან მიღებული პასუხების თანახმად, რვა პაციენტს, რომელთაც კორონავირუსზე ამოწმებდნენ, აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდათ.
უფრო დეტალურად, რა ვითარებაა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და როგორია კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ კლინიკაში იმყოფებიან, მარიამ სეთურიძე ისაუბრებს.