ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ზუსტი დიაგნოზი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, ორი მათგანის მონაცემები გერმანიაშია გადაგზავნილი. მესამე პაციენტი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მას საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ლუგარის ლაბორატორიას უკვე ექნება საშუალება, დაადგინოს კორონავირუსის ის ქვეტიპი, რომელიც ჩინეთსა და მსოფლიოს 23 ქვეყანაში გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.