კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა ქვეყანაში – ბოლო 24 საათის მონაცემებით, „კოვიდ-19“ კიდევ რვა პირს დაუდასტურდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკას დატოვებს ხუთი პაციენტი.
რაც შეეხება ახალ ფაქტებს, ვირუსის ხუთი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. პაციენტები ინფიცირებული მძღოლის ოჯახის წევრები არიან. ერთი შემთხვევა დადასტურდა იმერეთში. მოქალაქეს, რომელსაც ვირუსი გამოუვლინდა, მოგზაურობის ისტორია აქვს.
თამუნა ნადარეიშვილი არკვევს დამატებით ინფორმაციას ახალი ინფიცირებულების შესახებ და ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება.