კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ჩატარებული 7 823 ტესტიდან, კორონავირუსი ​147 მოქალაქეს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი და გარდაიცვალა 15 პირი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი დღეს 1,88%, პროცენტია. ბოლო შვიდი დღის მონაცემი კი 1,67%. კარანტინის რეჟიმშია 257, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 421 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 125 პირი.