საქართველოში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 6 185 ტესტი. გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი.
გარდაიცვალა ათი ინფიცირებული. დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაზრდილია და 2,75 პროცენტს შეადგენს. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 204, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 460 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 173 პირი.